|
2019-01-17 18:58:42, 1838 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - პოლიციის მიზანია დანაშაული სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს
პოლიციის მიზანი არის, რომ სამწუხაროდ, ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე,ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით არ მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებასთან ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატის თქმით, კომპანია „ელ ჯგუფი“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს. „ფაქტობრივად, ისეთი კითხვები იქნა დასმული, რომ, სავარაუდოდ, პოლიციის მიზანი არის, რომ სამწუხაროდ, ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე, თუმცა ძალიან ცუდია, როდესაც რეალური, ამ შემთხვევაში ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით არ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ აუცილებლად, მოსახლეობა ხვალ გავაკეთებთ განცხადებას და ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული „ყაზტრანსგაზსს“ და რა პასუხისმგებლობა ეკისრება და, შესაბამისად, მოსახლეობის სახელით მინდა, განგიცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს, რის საფუძველზეც მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას „ყაზტრანსგაზიდან“ და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ დავას მოსახლეობა მოიგებს“, - განაცხადა ადვოკატმა. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია დააკავონ. ამასთან, მისი თქმით, ჭანტურიას ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ სამართლებრივად, წარმოუდგენელია, რომ გრიგოლ ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს. ორჯერ ოფიციალურად 112-ში განხორციელდა ზარი, რომ იყო იქ გაზის მძაფრი სუნი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოახდინა „ყაზტრანსგაზმა“, რომლის პასუხისმგებლობაა და ვალდებული იყო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვა და არ დაიცვა. ექსპლუატაციას რაც შეეხება, განვმეორდები, რომ თბილისში 90% არ არის არც ერთი კორპუსი ჩაბარებული, ანუ ექსპლუატაციაში შესული“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)