03:32 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 22:46:06, 1040 ნახვა

საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, სერგეენკოს თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც „იმედის კლინიკაში“ იმყოფება შედარებით მზიმეა. 

„საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა სერგეენკომ. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდეტის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოინახულა, ერთი პაციენტი რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ აეთქება დიდ დიღომში საღამოს 20:00 საათისთვის მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics