06:07 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 22:36:10, 962 ნახვა

საზოგადოება
აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ბავშვიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

იგი იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

რაც შეეხება დანარჩენ ბავშვებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქებას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. მოსახლეობა ევაკუირებულია.

ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics