|
2019-01-16 20:37:38, 2914 ნახვა
სამართალი
პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განცალკევების პროცესი დასრულდა
პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განცალკევებისა და ინსტიტუციური რეფორმის ხუთწლიანი პროცესი დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ჩატარებული საპროკურორო საბჭოს სხდომით დასრულდა. მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განვლილი პერიოდი შეაჯამა და საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიულოცა. „დღეს არის ის დღე, როდესაც საქართველოს პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან საბოლოოდ დამოუკიდებელი ხდება. მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს და პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ 5 წლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე. ყველას გვახსოვს, რომ ქართულმა ოცნებამ 2013 წლის მაისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის იდეები გაიზიარა და ამ დროიდან, ჩვენ დავადექით პროკურატურის გაძლიერების, დამოუკიდებლობის და ინსტიტუციური დაცულობისკენ მიმავალ გზას. დღეს, ჩვენ ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით საპროკურორო საბჭოს ბოლო სხდომა და კანონის შესაბამისად ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი, ქალი პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. საქართველოს პროკურატურას, ბატონ გენერალურ პროკურორს ვულოცავ და ვუსურვებ ვუსურვო მათ იმ პრინციპების შესაბამისად მუშაობა, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კანონში: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სამართლიანობა, კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესი იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ხორციელდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და მისი ინსტიტუციური რეფორმირებისათვის 2013 წლიდან დაწყებული მუშაობა დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობდა. „გვახსოვს, რომ იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის მაისში მოიხსნა საპროკურორო უფლებამოსილებები; გვახსოვს ასევე ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ინიციატივით 2015 წელს მთავრობას წარუდგინა რეფორმის პროექტი, რათა შექმნილიყო საპროკურორო საბჭო, პროკურორთა კონფერენცია და შემოტანილი ყოფილიყო ad hoc პროკურორის ინსტიტუტი. რეფორმა, რომელსაც მაშინ მიესალმა ვენეციის კომისია. ამას მოჰყვა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც საპროკურორო საბჭო კონსტიტუციურ ორგანოდ აქცია და ამ პროცესში დიდი როლი ითამაშა უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)