2019-01-16 17:08:14, 2759 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6634 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.6644 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0363 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 3.0449 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,