|
2019-01-15 11:47:00, 2355 ნახვა
საზოგადოება
მაკდონალდს საქართველო მალე მომხმარებელს მაკკაფეს გააცნობს!
Le McDonalds-ის შესახებ ბოლო დღეებია ბევრი საუბრობს. ვაკეში არსებული ბანერის ფოტოები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და მათ ასობით ადამიანი აზიარებს. არის აზრთა სხვადასხვაობა თუ რას უნდა ნიშნავდეს არტიკლი „Le”, სინამდვილეში ეს მაკდონალდსის თიზერ კამპანიაა, რომელიც მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად სრულიად განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტს მაკკაფეს აანონსებს. პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი მაკდონალდსი, ყავის და დესერტების მოყვარულებს ახალ ბრენდს - „მაკკაფეს“ მალე გააცნობს. „მაკკაფე“ მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე გაიხსნება. მაკდონალდსის შვილობილი კომპანია მომხმარებელს არომატული ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს. „თბილისში პირველი „მაკკაფეს“ გახსნა ვაკეში, მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად გადავწყვიტეთ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება მისი სხვა უბნებში გახსნაც. „მაკკაფე“ თავისი კონცეფციით და მომსახურების კუთხით სხვა რესტორნებისგან განსხვავებული იქნება. ბანერის სახით გავრცელებული „ლე მაკდონალდსის“ მესიჯიც სწორედ ამ ფაქტს დავუკავშირეთ“ - აცხადებენ მაკდონალდსში. "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიული კომპანია Schloffer-ის მიერ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. მაკდონადსში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით. ახალი რესტორანის ინვესტიცია ჯამურად შეადგენს 5,490,000 ლარს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 89,922,448 ლარი შეადგენს. „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.
ფოტო - რეზი ბესელაშვილი წყარო - facebook
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)