|
2019-01-09 15:59:16, 2239 ნახვა
საზოგადოება
ბოლო 10 წლის სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის ბოლო 10 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 2009 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც მსოფლიოში ცირკულაცია გრიპის A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსმა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია მძიმე შემთხვევების გამოწვევის მაღალი უნარი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში. შესაბამისად, იმ წლებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრედომინანტულად ცირკულირებდა A (H1N1)pdm09 ქვეტიპის ვირუსი, გრიპით ავადობა და მასთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციის ტვირთი იყო განსაკუთრებით მაღალი. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა. "გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი. არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს", - ამბობენ NCDC-ში. სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2010 და 2010-2011 წლებში დაფიქსირდა. 2009-2010 წლებში 1550 შემთხვევა, ხოლო 2010-2011 წლებში ყველაზე მაღალი — 1995. ამ წლების შემდეგ გრიპის მაჩვენებელმა დაიკლო და პანდემიის ზღვარს ანუ 450 შემთხვევას ყოველ 1000 მოსახლეზე შემდეგ წლებში გადააჭარბა. ამ წლებში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება:
ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის ვაქცინაცია: გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
სრული ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
ამავე თემაზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)