03:08 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-05 18:27:54, 1416 ნახვა

საზოგადოება
ანტივირუსულ მედიკამენტს ბავშვები, პენსიონერები და ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ

 „სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა ანტივირუსულ მედიკამენტ  „ტამიფლუს“ უფასოდ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა N100).

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია.

დავით სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია. დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ „ტამიფლუს“ საკმარის რაოდენობას გადასცემს. ბენეფიციარებს ინფორმაციის მიღება თუ რომელ აფთიაქში იქნება მედიკამენტი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) მეშვეობით  შეუძლიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics