02:58 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 13:07:36, 1292 ნახვა

საზოგადოება
საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“ პირველად მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული გასტრონომიის  უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. „Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს,  ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს.   

საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და  მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics