|
2018-12-31 12:59:47, 1133 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის პოზიციაზე 3 ვაკანსიას აცხადებს
იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი ცხადდება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა 20 იანვრამდე შეუძლიათ. აღნიშნული ვაკანსიის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებელი გამოიძიებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის შესაძლო სამოხელეო დანაშაულს, აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს. ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო 2100 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი); სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება, უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint). კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ჯერზე მოხდება შემოსული აპლიკაციებისა და განცხადებების გადარჩევა საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, მეორე ეტაპზე გასულმა კონკურსანტებმა წერილობითი ტესტირება უნდა გაიარონ ქართულ ენასა და უნარ-ჩვევებში, ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი ჩატარდება გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც კონკურსანტებს ზეპირი დავალების შესრულება მოუწევთ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულაა 5). ვაკანსიით დაინტერესებულებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და განაცხადი შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე http://www.hr.gov.ge. აქვე შეგიძლიათ ნახოთ გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარსადგენი დოკუმენტაციების ჩამონათვალი, კონკურსის ჩატარების პროცედურა და სხვა დეტალები.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)