|
2018-12-31 12:45:15, 1750 ნახვა
საზოგადოება
ტექინსპექტირება სრული ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა
2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სრული ავტოპარკისთვის სავალდებულო ხდება. ტექდათვალიერებას ისეთი მსუბუქი ავტომობილებიც გაივლიან, რომელთა ძრავი 3.0 ნაკლებია და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკურ ინსპექტირებას ყველა ავტომობილი გაივლის. ინსპექტირებას მსუბუქი ავტომობილები ეტაპობრივად გაივლიან. ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. (სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის (მიკროავტობუსები, ავტობუსები, ტაქსი) და ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერება იქნება სავალდებულო ყოველ წელს, მიუხედავად მანქანის სიძველისა). გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს. კერძოდ კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში ავტომობილის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი ანუ თვე არის მისი ავტომობილისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის აგვისტოა, ასეთმა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს ვადების თანახმად განსაზღვრული წლის აგვისტოს თვემდე. ამასთან, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების წელი, უნდა განისაზღვროს მანქანის სიძველის მიხედვით და ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოშვების წლიდან. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი, 100 ლარი ეღირება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარისშწორებით. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებამ 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. უფრო კონკრეტულად კი, ავტომობილს გამართული უნდა ჰქონდეს - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი. ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ავტომფლობელს ტექნიკური ინსპექტირების გავლა მეორედ მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, მისი ვიზიტი იქნება უფასო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებას მეორე შემოწმება ტექნიკური დათვალიერების იმავე ცენტრში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომფლობელი შემოწმებისთვის დადგენილ თანხას თავიდან გადაიხდის. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი. გარდა ამისა, უქმდება სტიკერების სისტემაც, რადგან ინსპექტირება გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ელექტრონულ ბაზაში იქნება შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ავტომფლობელი ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის გაყიდვას ვერ შეძლებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი - 1484. ცხელ ზაზზე ავტომობილების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ თუ როდის უწევთ ტექნიკური ინსპექტირება, ასევე შეძლებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ვიზიტების დაგეგმვას. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან საჭის გადატანაც იკრძალება.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)