01:58 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-30 20:24:51, 1386 ნახვა

საზოგადოება
ხელისუფლების წარმომაადგენლებმა არხოტისა და შატილის ხეობის მოსახლეობას საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე შატილისა და არხოტის ხეობებს ესტუმრნენ.   მათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რეინჯერებსა და მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს. 
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა  სასაზღვრო სექტორი „შატილი“ მოინახულა, მესაზღვრეებს  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მესაზღვრეების პირობების გაუმჯობესება მომდევნო წელს კვლავ მთავარი პრიორიტეტი იქნება. 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თურქეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიიას, იაპონიის, ლიტვის, უნგრეთის და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც ჩაუტანეს. 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შატილის სკოლა-პანსიონის მასწავლებლებსაც მოემსახურა და ისინი შატილიდან თბილისში გადმოიყვანა. არხოტისა და შატილის ხეობებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის   პირველი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics