00:58 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 15:25:12, 1561 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის მიღების „კლუბი - 2018“ საზეიმოდ დაიხურა

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბების (SKYE კლუბები) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროგრამა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა"  საერთაშორისო ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამა თბილისის გარდა 5 ქალაქში - გორში, თელავში, ლაგოდეხში, რუსთავსა და ბათუმში  2018 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში 6 ქალაქის 15-21 წლის 160-მდე ახალგაზრდა და 13 მოხალისე ლიდერი მონაწილეობდა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა SKYE პროგრამის მონაწილეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

SKYE პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.

შემაჯამებელი ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მას კლუბების წევრები, ლიდერები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 6 კლუბის ყველა მონაწილეს და ლიდერებს ორ ენოვანი სერტიფიკატი გადაეცათ.

ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. კლუბებმა ოთხი სასწავლო მიმართულებით იმუშავეს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. SKYE პროგრამა 20-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics