00:58 - 17 May, 2026
|
2018-12-29 14:30:26, 1355 ნახვა
საზოგადოება
თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი ჯამში 1 564 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, გზის დამჭერი საყრდენი კედელი და ბეტონის კიუვეტი მოეწყო. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „დაახლოებით 30 წლის განმავლობაში თიანეთის ქუჩის გაგრძელებაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. გამგეობის დაკვეთით, გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო და ქუჩა მთლიანად კეთილმოწყობილია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის ღირებულება 124 927 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)