|
2018-12-28 15:48:17, 1486 ნახვა
საზოგადოება
ნიჭიერი ბავშვები „თიბისისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ
თიბისი 2019 წელს ახალი პროექტით იწყებს - კომპანიის ინიციატივით მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირებთან მუშაობის შედეგად, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება აქვთ მოზარდებთან, შეირჩა თიბისის ბენეფიციარი 200-მდე ბავშვი. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, თბილისი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული და სხვა. „საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი,“ - განაცხადა თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. სიახლის შესახებ მამუკა ხაზარაძემ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება თიბისი გალერეაში გაიმართა, რომელზეც საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. მათ სხვადასხვა დროს თიბისიმ უკვე აღმოუჩინა მხარდაჭერა. ამასთანავე პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებაც უკვე მიიღეს მამუკა ხაზარაძის სახელობის სტიპენდია ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერისათვის. სტიპენდიანტების პროექტი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეტაპია. 26 წლის განმავლობაში თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1,000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)