|
2018-12-28 11:10:41, 1248 ნახვა
საზოგადოება
აბრეშუმის გალერეაში რამინ აფაქიძის, ნერსე ბაწაშისა და ზურაბ ჭედიას ალბომების პრეზენტაცია გაიმართა
აბრეშუმის გალერეაშიაფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი იუბილარი მხატვრების − რამინ აფაქიძის (80 წ.), ნერსე ბაწაშის (70 წ.), ზურაბ ჭედიას (60წ.) ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ ალბომებში შესულია ხელოვანების მიერ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. იუბილარების ნამუშევრები მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებს ამშვენებენ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“. მხატვრებს საიუბილეო თარიღი და ალბომების გამოცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ დააფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ მიულოცეს. საღამოს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებოღონისძიებათა მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბაძაღუა უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში საშობაო გამოფენა, სახელწოდებით „ფერ-ფორმანსი“ გაიხსნა, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 29 დეკემბრამდე ექნება. რამინ აფაქიძე − თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარი, გახლავთ არაერთი პრემიის ლაურეატი და აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდების მფლობელი. ამაგდარი პედაგოგი, რომელიც არაერთი სახელოვანი მხატვრის აღმრზდელია, მათ შორის აფხაზი მხატვრებისაც. ნერსე ბაწაში − ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ორმოცამდე ქანდაკების ავტორია, მათ შორის „ოქროს საწმისი − ჯვარცმული საქართველო“, „დავით აღმაშენებელი“, „მძიმე ჯვარი“, „ძმათა მონანიება“ და სხვა. ქანდაკება „ლიეტუვის გამათავისუფლებელი“ კი დასახელებულია წლის საუკეთესო ნამუშევრად. არის გაეროს კონკურსის გამარჯვებული. ზურაბ ჭედია − აფხაზეთის გამოჩენილი მხატვარი, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი. მის ნამუშევრებში აფხაზეთის თემატიკა ჭარბობს: „ზღვა და მირაჟები“, „ნოსტალგია“, „გზა“, „განწყობა“ და სხვა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)