2018-12-27 19:53:37, 4380 ნახვა
სამართალი
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა.
კენჭისყრის შედეგად მან 11 წევრის ხმა მიიღო.
მოსამართლესთან გასაუბრება ღია ფორმატში გაიმართა. პროცესის ღიაობის შესახებ სურვილი ლევან მურუსიძემ თავად გამოთქვა. გასაუბრებას არასამათავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრების პროცესი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, გადაეღოთ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამი წლის ვადით გამწესებულ კიდევ ხუთ მოსამართლეს გაესაუბრა. უვადოდ გამწესდნენ ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე, ნანა ჯოხაძე.
ავტორი: ,