|
2018-12-27 19:39:33, 1261 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანი - სესხის ჩამოწერისას, დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტებმა პორტფელები არ გაასხვისეს
იმ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებმაც ამ დრომდე არ გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ფონდი „ქართუ" დღესაც მზადაა დარჩენილი სასესხო პორტფელის გამოსყიდვის მიზნით გააგრძელოს მოლაპარაკებები. ამასთან, მისი თქმით, სესხის ჩამოწერისას, დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტებმა პორტფელები არ გაასხვისეს „ბოლო პერიოდში, იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მეც მივიღე ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა თავისი თავი ვერ იპოვა სიაში, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერისას, კიდევ დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა არ გაასხვისა მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს" კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილი მაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან" და პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო ჩამოსაწერი თანხის საერთო ოდენობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. „ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)