02:34 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:42:43, 1528 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ლოკალიზების მიზნით სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება გაიმართა.

წვრთნაში პირველად ჩაერთო რობოტო გამნაღმველი, საჰაერო ხომალდის ანგარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საეჭვო ნივთი გამოიტანა და მისი გაუვნებელყოფა უსაფრთხო ადგილას მოახდინა.

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალმა, ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა.

სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ დასკვნითი ბრიფინგი გაიმართა, რომელიც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ უშიშროების დარგში დავით ჯაბუამ შეაჯამა. მისი განცხადებით, სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციის დადგომისას დანაყოფთა საქმიანობის კოორდინირება და პერსონალის უნარ-ჩვევების დახვეწა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics