|
2018-12-26 16:53:57, 2657 ნახვა
ეკონომიკა
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების მიზნით კონსულტაციები დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საჯარო უწყებებისა და კერძო დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებს აერთიანებს პირველი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების კუთხით, სააგენტოს მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე და იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი სააგენტოში მიმდინარე წლის აპრილიდან შეიქმნა და მისი შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტება ოქტომბერში დასრულდა. ამ ეტაპზე მუშაობა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციის, საფრენად ვარგისობისა და ტექნიკური მომსახურების წესების შემუშავებაზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს თურქეთის, ჩეხეთისა და უკრაინის გამოცდილება. რეგულაციების მიღების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და მათი, როგორც რეკრეაციული, ისე კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციამ განაპირობა. ამასთან, ვინაიდან ICAO ადგენს ზოგად საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას, არსებული მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სრული მოცულობით ვერ უზრუნველყოფს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის სამართლებრივ მოწესრიგებას ან თანაბრად ვრცელდება, როგორც მსხვილ, ისე მცირე ზომის ოპერატორებზე, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დაბრკოლებას აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისათვის. ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ე.წ. „მცირე ავიაციის" განვითარებას საქართველოში. სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სააგენტო ინდუსტრიისთვის რეგულაციების პირველადი პროექტების წარდგენას ეტაპობრივად, მომავალი წლის თებერვლის ბოლოდან გეგმავს. შენიშვნებისა და წინადადებების მოწოდების მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტები ასევე განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ნორმატიული აქტების გარდა, შემუშავდება სახელმძღვანელო მასალები, რაც მეტად გაადვილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ოპერატორების საქმიანობას.
(NS)
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)