|
2018-12-25 10:06:54, 1984 ნახვა
სამართალი
გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ზ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.მ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)