2018-12-23 15:52:03, 2307 ნახვა
სამართალი
დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ზაზა ბერიკაშვილს გამოძიება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს პარლამენტარ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებას ედავება. მანქანაში მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.
ავტორი: ,