|
2018-12-21 15:36:19, 966 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტური პროგრამის „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. „საქართველოს ბანკი“ წელს უკვე მესამედ აცხადებს ლიდერატორის პროგრამას, რომელიც III და IV კურსის ბიზნესის ადმინისტრირები/ფინანსების/მენეჯმენტის წარმატებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, 11 თვის განმავლობაში დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები ქვეყნის წამყვან ბანკში. პროგრამა „ლიდერატორი“ გულისხმობს სპეციალურად სტუდენტის საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგ პროგრამებსა და როტაციებს შემდეგ ხუთ მიმართულებაში: კორპორატიული საბანკო მომსახურება; საკრედიტო რისკები; ფინანსები; მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურება. სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკა გაიარონ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“. საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება ინდივიდუალურად მიმაგრებული მენეჯერული პოზიციის მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებს და უკუკავშირს. პროგრამის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. „ლიდერატორის“ წინა ორი პროგრამის ყველა მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის ან „გალტ ენდ თაგარტის“ თანამშრომელია. „განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარადაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)