02:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 13:20:29, 1023 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, მეხუთე პლენარული შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, მეხუთე პლენარული შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმები,  ბოლო წლის შედეგები  და სამომავლო გეგმები გააცნო.

2013 წლის სექტემბერში  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ეროვნულ სატყეო პროგრამაზე, რომლის მიზანია, კოორდინირება გაუწიოს და მხარი დაუჭიროს საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის პროცესს, რაც ეფუძნება ახალ სატყეო პოლიტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პლენარული შეხვედრის ფარგლებში  პროცესის მიმდინარეობას შეაფასეს, ასევე განისაზღვრა   სამუშაო ჯგუფების  მიზნები. შეხვედრას გარემოსდაცვითი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics