2018-12-20 17:54:43, 2725 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6626 ლარი ეღირება, ხოლო დღეს მოქმედი კურსით, მისი ფასი 2.6647 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0551 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0380 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0171 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,