2018-12-19 17:13:27, 2222 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6647 ლარი ეღირება, ხოლო დღეს მოქმედი კურსით, მისი ფასი 2.6655 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0380, დღემდე კი, მისი ღირებულება 3.0352 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,