|
2018-12-19 13:49:21, 1000 ნახვა
საზოგადოება
დევნილებს თვითდასაქმების ხელშეწყობისა და მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო იარაღები და ტექნიკა გადაეცათ
საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულ 15 დევნილს სახელობო იარაღები გადასცეს. სახელმწიფო დახმარება 5 მეწარმე დევნილსაც გადაეცა. აღნიშნული იარაღები იძულებით გადაადგილებულ პირებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში გასულ წელს შემუშავდა და 49 დევნილმა უკვე მიიღო გრანტი, რომელთა საშუალო შემოსავალი, 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. წელს, კიდევ 44 დევნილი დაფინანსდა, რომლებსაც სააგენტო სახელობო იარაღებს ეტაპობრივად გადასცემს. მიღებული გრანტების საშუალებით, დევნილები თავადვე შეძლებენ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი ისე, რომ დამსაქმებლებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დევნილს, რომელმაც 2015-2018 წლებში დაამთავრა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი ან გაიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 180 პროფესია, რომლის კურსდამთავრებულებსაც შესაძლებლობა აქვთ თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთ ბენეფიციარზე 1600 ლარით განისაზღვრა. „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი, სახელმწიფო დახმარება მეწარმე დევნილებზე გაიცა, რითიც გაიზრდება მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სულ, პროგრამის ფარგლებში 18 საწარმო დაფინანსდა, რომლებიც დამატებით, მინიმუმ, ერთ დევნილს ან ეკომიგრანტს დაასაქმებენ. თითოეულ საწარმოს, მათი საქმიანობისთვის საჭირო, 10 000 ლარამდე ღირებულების ნივთები გადაეცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)