|
2018-12-19 13:01:56, 861 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს
„თბილისის მერია ბიზნესსექტორისთვის 21 დეკემბერს, საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა პრეზენტაციაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებით არიან დაინტერესებული. „ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს საქალაქო მნიშვნელობის პროექტები მიეკუთვნებოდა. ეს არის თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაცია, რაზეც წინა სხდომაზეც ვისაუბრე და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში თითოეული ამ პროექტის კონცეფციაზე ვმუშაობდით. კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან, ორივე პროექტზე განვითარების დეტალურ კონცეფციებს ამზადებდნენ. ამ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული. ვაპირებთ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდეთ, რომ მათ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. შეხვედრა 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. აღნიშნული პროექტების განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება. საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია. ეს უნდა განახორციელოს ბიზნესსექტორმა, იმიტომ, რომ მათთვის ორივე საკმაოდ საინტერესო პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა, ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. „სატელევიზიო ანძაზე საუბარი უკვე გვქონდა. მოსახლეობას ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც შეეხება რადიოქალაქს, ის იქნება მრავალფუქნციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს. ამიტომაც, პარასკევს, 21 დეკემბერს ველოდები ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ბიზნესმენს, ვისაც სურვილი ექნება ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რომ შემდეგ ამ პროექტების განხორციელება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)