|
2018-12-19 12:58:45, 1099 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება
„საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღეს თბილისის მთავრობა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. დიდი ხანია უკვე, რაც ეს პროექტი დავიწყეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს. ისინი აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სადაც თაობები, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროექტს მომავალშიც განაგრძობს და საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას არაერთ ოჯახს მოუგვარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)