21:30 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 15:45:32, 1222 ნახვა

საზოგადოება
ისანში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის  სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება. 

სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის  რეაბილიტაციას  დაიწყებს. 

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის  დეტალები გააცნო. 

„მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი იცვლება, რაც აქ მცხოვრებ ოჯახებსდღემდე, სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.მას შემდეგ, რაც კომპანია GWPწყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაასრულებს,  საშუალება მოგვეცემა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

მელიქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის შეცვლა ორ კვირაში დასრულდება, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დაიწყება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics