04:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 09:01:34, 1911 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ტურიზმის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ტურიზმი იქნებოდა ძალიან ძლიერი სექტორი და მისი განვითარება მოხდებოდა სწრაფად,  თუმცა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - Welcome to Georgia 2018-ის  დაჯილდოებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„2018 წელს ჩვენ გვეყოლება  8,5 მილიონამდე ვიზიტორი, რაც რეკორდული ციფრია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას 2-ჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც - უკვე უნდა დავიწყოთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ტურისტების მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად, რაც არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ  ტურიზმის ასეთი სტატისტიკა არამხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ.  თუ დღეს არ ჩავდეთ ძალიან დიდი ძალისხმევა ტურიზმის ხარისხში -  ინფრასტურუქტურაში, მომსახურებაში, სასტუმროებში, ავტოსტრანსპორტში, რამდენიმე წელიწადში ასეთი კარგი შედეგები შეიძლება აღარ გვქონდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. 2015 წლიდან იმართება. მისი მიზანია საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი წახალისება. როგორც Welcome to Georgia-ს დამფუძნებლები აცხადებენ, პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

Welcome to Georgia 2018-ის ფარგლებში დაჯილდოების 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამარჯვებულები ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტ წარმომადგენელს  შორის გამოვლინდებიან.

თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მასპინძლიბის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, ხოლო, პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო,"  რომელიც ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

წლევანდელ ღონისძიებაზე  სპეციალური ჯილდო  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  „ჯიემთი ჯგუფის" პრეზიდენტს, გიორგი თავაძეს გადასცა.

2018 წლის დაჯილდოების ცერემონიას  800-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან  პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

 პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი", პროექტის თანაორგანიზატორია  „საქართველოს ბანკი". დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველოა".

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics