|
2018-12-17 18:20:41, 1294 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული“ აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა“ (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია კლინიკაში “ბაზი” გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა. ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანია „ისი-პარის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)