|
2018-12-17 17:48:17, 1194 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შესახებ შეხვედრას დაესწრო
სასტუმროში „იოტა“ გამართულ შეხვედრაზე კახეთის რეგიონში ზამთრის და სოფლის საძოვრების მართვის ეკონომიკური შეფასების შედეგები განიხილეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. მონაწილეებმა საძოვრების მართვის არსებული პრაქტიკის ეკონომიკურ სარგებელზე და გადაჭარბებული ძოვების შედეგად უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები მდგრადი, ერთიანი ძოვების სისტემის საერთაშორისო პრაქტიკის შედეგებს თურქეთის მაგალითზე გაეცნენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მთავრობა მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საძოვრების მართვას. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და მეცხვარეთა ასოციაციის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სექტორული პროექტების „მიწის დეგრადაციის ეკონომიკა“ (ELD) და „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა კავკასიაში“, ასევე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)