|
2018-12-17 16:03:26, 918 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონალური დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. იგი უზრუნველყოფს წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, ხსენებულ რეგიონულ გაერთიანებასთან მეგობართა ჯგუფის წევრის სტატუსით თანამშრომლობდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე კი საგრძნობლად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას. მათ შორის, გამოითქვა მზაობა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გატარებისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)