19:58 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 12:15:36, 991 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კურორტი გუდაური 30 წლისაა,  სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა. 

გიორგი ქობულიამ ყველას მიულოცა გუდაურის 30 წლის იუბილე და ახალი სეზონის გახსნა. „ვულოცავ ყველას გუდაურის 30 წლისთავს, დღეს გავხსენით ახალი სეზონი, გუდაური არის აბსოლუტურად განახლებული, ძალიან გაძლიერებული გვაქვს ჩვენი საბაგიროების გამტარუნარიანობა, ასევე ძალიან განვითარდა ინფრასტრუქტურა და ვიმედოვნებ, რომ წელს ჩვენი მოსახლეობაც და ტურისტებიც ბევრად უფრო ისიამოვნობენ გუდაურში ამ სეზონით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა.

გუდაური წლევანდელ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „ძველი კუდებისა" და „საძელეს" საბაგიროებს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე  3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუქციის შემდეგ სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა.

გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა. ახალი საბაგიროები  „სოლიკო" და „კუდები" ღია  "ბაბლის" ტიპის 6-ადგილიანი იქნება,  რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო  საბაგირო „პირველი" ღია, ასევე 6 ადგილიანი.  საბაგირო ,,პირველის" და   "სოლიკოს"  გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების" კი 2200 მგზავრი იქნება.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)ტურისტების რაოდენობა  491% -ით გაიზარდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics