19:58 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 11:56:52, 967 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი - ეს წელი ტურისტებისთვის დაუვიწყარი იქნება

ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს თავი, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში განაცხადა, სადაც ზამთრის სეზონი დღეს ოფიციალურად გახსნა. 

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და მართლაც დაუვიწყარი იქნება, ვინაიდან გუდაური ახალ სეზონზე დამსვენებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს. 

გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, რომელთა შორის ორი ძველი, ახლად რეაბილიტირებული გზაა. 

"სასიხარულოა, რომ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ კობი, გუდაური და სტეფანწმინდა ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზრდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics