01:28 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 10:56:20, 993 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამუშაო ვიზიტით, სტრასბურგში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიელა ბატტაინი დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიჩეკ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივანთან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების - „სისტემური განახლების“ კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვა აქტუალური საკითხები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, წლების მანძილზე, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სათანადო ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics