|
2018-12-13 10:34:59, 850 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. „სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ მინისტრის მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის ინიციატივის ნაწილია. აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)