|
2018-12-11 17:56:48, 790 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ქობულია: მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია
„მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო-ჯორჯია"-ში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სხვადასხვა ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობაა მთის განვითარების მიმართულებით. ღონისძიებაზე საქართველოს მთის რეგიონები, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს, მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რაჭის წარმომადგენელს, რაჭული ლორის მწარმოებელ როსტომ კობახიძეს გადასცა. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, როსტომ კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რაჭაში შექმნა ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის საწარმო. „ასეთი ტიპის საწარმო და ასეთი ტიპის პროდუქცია არის ის, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ის მეტი გვჭირდება. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ჯერ წარმოება მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვისაა, მაგრამ უნდა დავეხმაროთ ბატონ როსტომს, რომ ექსპორტზე გავიდეს - სხვათაშორის, საწარმო არის გათვლილი 29 ტონა ღორის ხორცის დამუშავებაზე", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა.
(NS)
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)