|
2018-12-11 17:52:52, 786 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ჯგუფი“ ელექტრონულ კომერციას ავითარებს
„თიბისი ჯგუფი“ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლათფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას. Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100 პროცენტიანი წილიც „თიბისი ჯგუფმა“ შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას. არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ ორივე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლონ. „ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას. ციფრული სავაჭრო პლატფორმა დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლათფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის. ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ახალი ციფრული პლატფორმა Vendoo ერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)