18:31 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 15:34:11, 861 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის  მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, რისთვისაც მინდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მადლობა გადავუხადო. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ფაქტობრივად, ყველაფრის რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრალური გზის მეორე მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის დროსაც, წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელები შეცვალა. პარალელურად, მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი, კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სავალი ნაწილის სრული განახლება იგეგმება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.

კახეთის გზატკეცილზე თბილისის მერთან ერთად, ისნისა და სამგორის რაიონის გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics