|
2018-12-10 12:59:23, 1127 ნახვა
საზოგადოება
„საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე“ - ომბუდსმენი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს
„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეში საუბარია ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, ასევე საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ია კერზაიას საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო. „ჩვენთან არის შემოსული წერილი, რითაც განმცხადებელი ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველმხრივად, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამიტომ, ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)