18:31 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 12:12:39, 1203 ნახვა

საზოგადოება
აუდიტი - თბილისის მერიამ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა უნდა შეისწავლოს

თბილისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს შექმნილი ა(ა)იპ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა უნდა შეისწავლოს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცენტრისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე გაიხარჯა, ხოლო მისი ფუნქციონირება და მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაზე არ იყო გათვლილი.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 4 მარტის განკარგულებით18 დაფუძნდა ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ხოლო ამოცანებს: მეწარმეთა გადამზადება და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება; ქ. თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების საექსპორტო (მათ შორის შემომყვანი ტურიზმის დარგში) პოტენციალის და რეალიზაციის მოცულობის გაზრდა; საწარმოთა მომსახურება მათი პოტენციალის ზრდის უზრუნველსაყოფად და სხვა.

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოქმედების პერიოდში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 1 590.3 ათასი ლარით, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებმა 1 181.9 ათასი ლარი შეადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ცენტრის მიერ მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით 2015 წელს გახარჯულია 408.4 ათასი ლარი, რაც მთლიანი თანხის 26%-ს შეადგენს. მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში ცენტრის მიერ დაფინანსებულია 2 დარგი, კერძოდ, „შემომყვანი ტურიზმი“ – 307.7 ათასი ლარი გახარჯულია რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტურ-ოპერატორების მიღებაზე (თანხები ძირითადად გახარჯულია სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაზე) და „სახალხო რეწვა“ – 100.7 ათასი ლარი გახარჯულია გამოფენების მოწყობაზე და სხვა ღონისძიებებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით გამოყოფილი ფინანსური რესურსების მხოლოდ 26% დაიხარჯა, განხორციელდა მხოლოდ 2 ღონისძიება, შედეგად პროგრამის მიზნები სრულად ვერ იქნა მიღწეული. ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ლიკვიდირებული იქნა დაფუძნებიდან 17 თვეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)იპ-ის შექმნისას არ იყო შემუშავებული გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა.

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე“ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი წილი გაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯებზე (შრომის ანაზღაურება, ოფისის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ხარჯები და სხვა.), ხოლო მისი ფუნქციონირება და მიზნები არ იყო გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. 2015-2016 წლებში გახარჯული 1 590.3 ათასი ლარი შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც არაეფექტიანი ხარჯი.

თბილისის მუნიციპალიტეტმა (შეაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შეისწავლოს ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა. ამასთან, არ დაუშვას მომავალში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც შესაბამისობაში არ იქნება მუნიციპალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics