2018-12-07 17:12:11, 2351 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6682 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6668 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0324 ლარი ეღირება, ხოლო დღემდე მოქმედი კურსით, მისი ღირებულება 3.0218 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,