13:05 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 12:14:04, 448 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"

"ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა" - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

გვარამიას განმარტებით, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი.

„გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ხუთ საფუძველზე, რომლითაც სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“. ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, რაშიც ვგულისხმობ მათი სარჩელის მიხედვით სტანდარტის აპლიკაციას, ერთ რამეს აჩვენებს - სარჩელის განმარტებით: „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“. შესაბამისად, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი.

შესაბამისად, ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“. პარტიის აკრძალვით დაკარგული სიკეთე, მხოლოდ თავად პარტიის უფლება არ არის, ეს არის ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება. პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყანაში ევროპული სასამართლოსთვის დემოკრატიის მთავარი ქვაკუთხედია. ასევე, ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია და პოლიტიკური ცვლილების არხი, როგორც ამას თავად უწოდებს. როდესაც დახშულია პოლიტიკური ცვლილების ყველა არხი, ფიზიკის კანონია, არხების დახშულობა იწვევს აფეთქებას",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics