|
2018-12-07 15:12:18, 922 ნახვა
საზოგადოება
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მარტში ჩანიშნულ სხდომაზე არ განიხილავს
ევროპის საბჭოს მინისტთა კომიტეტი 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს არ განიხილავს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და თქვა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე კომიტეტი ამ საკითხზე აღარ იმსჯელებს და მხოლოდ ივნისში დაუბრუნდება აღსრულების პროცესის მიმდინარეობას. კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი 4 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდა და გუშინ გამოქვეყნდა. „ევროპის საბჭო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მონიტორინგს საქმის აღსრულების დახურვამდე უწევს და პროცესის მიმდინარეობას დროდადრო აფასებს. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარემ ევროპის საბჭოს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესის განხილვის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა და მოითხოვა მოსმენის ჩანიშვნა ჯერ მიმდინარე წლის მარტში, შემდეგ − ივნისში, თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილა. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. რეზოლუციაში მითითებულია საქმის აღსრულების ხელახალი მონიტორინგის თარიღიც. საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა პირველად 4 დეკემბერს შეაფასა და მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. კომიტეტმა მოიწონა, რომ 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ეროვნულ დონეზე გამოძიება განახლდა; 2018 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ დაამტკიცა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზე, რაც იყო კიდეც მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა; ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შედეგად პროკურატურის ორგანოები დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება; 2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლოებისათვის წინასწარ პატიმრობაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას და მათ ავალდებულებს ეს ზედამხედველობითი ფუნქცია ავტომატურად, გონივრული ხანგამოშვებით შეასრულონ; 2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ პერიოდში დაწყებულია მუშაობა იმ მიზნით, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=09000016808effbe
(NS)
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)