2018-12-06 17:53:14, 1803 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6668 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6733 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0218 ლარი ეღირება, ხოლო დღემდე მოქმედი კურსით, მისი ღირებულება 3.0305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,