17:48 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 17:23:22, 884 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია - „Agile Spirit 2019”-ში ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამებელ გამოსვალზე საერთაშორისო სწავლებებში შეიარაღებული ძალების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სიახლეებზე ისაუბრა.

 ლევან იზორიას თქმით, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”-ში ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობა იგეგმება.

„წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პოზიტიური დინამიკა ყველაზე მაშტაბური საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით, როგორიც არის “Noble Partner” და “Agile Spirit”. “Noble Partner”-ზე მინდა გითხრათ, რომ წელს 12 ქვეყანა მონაწილეობდა, ანუ სწავლებას დაემატა 6 ახალი ქვეყანა. სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000 აჭარბებდა, რაც არის ძალიან სასიხარულო ფაქტი.

რაც შეეხება “Agile Spirit”-ს, ის დასავლეთ საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. შეიძლება ითქვას ეს არის ყველაზე ამბიციური სწავლებების ერთგვარი წინა რეპეტიცია. „Agile Spirit” მომავალ წელს საქართველოში უკვე ამფიბიური და კიბერ ელემენტების ჩართულობით ჩატარდება. ეს საქართველოში პირველად ხდება და გვინდა, რომ დაახლოებით 28 ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა, ასე რომ ეს დინამიკა გრძელდება. ხოლო ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე, ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ბევრი ქვეყნისგან უკვე მივიღეთ თანხმობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics