00:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 15:31:27, 908 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

"ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, 3-7 დეკემბერს, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მოადგილესთან, რუფიზ ჩირაგზადესთან, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, ოთარ შამუგიას შეხვდა. 

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და "საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

განიხილეს საქართველოს კანონონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანზიაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე. კასპის მუნიციპალიტეტში,  მდინარე თეძამზე, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლადმოსაწყობი თეძამის წყალსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის, 25 საირიგაციო სისტემის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და  წყლის ტარიფების (მათ შორის ტექნიკური და ჰესებისთვის) გაანგარიშების დაფინანსების საკითხებზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნული  მიმართულებით ქვეყანას გაუწიონ გარკვეული დახმარება და განიხილონ ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსების საკითხი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics