17:48 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 12:48:05, 942 ნახვა

საზოგადოება
მერია - ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შვიდ მისამართზე იცვლება; წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს რეაბილიტაცია 27 ლოკაციაზე უტარდება; ოთხ მისამართზე 14 სადარბაზო რემონტდება; ორი საცხოვრებელი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს; საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის ოთხი კიბის აღდგენა ხდება; ორი ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება ხორციელდება. ასევე, ფასადის აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი კარის მონტაჟი და წყალსაწრეტი მილის  მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად, ისნის საუბნო ტერიტორიების მიხედვით, ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე, ლევან დავითაშვილი, ნინო ლაცაბიძე და ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.

გამგებელი და დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ამხანაგობების საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს.

თანადაფინანსებული 49 პროექტი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წელს აღნიშნული მიმართულებით, ჯამში, 130 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ  2 032 642 ლარი შეადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ტრამპი: აშშ-სა და ნიგერიის ძალებმა ისლამური სახელმწიფოს უფროსი მეთაური გაანეიტრალეს
გოცირიძე: ხალხი ისევ მოატყუეს, 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო
ბიზნესმენი ნიკა ლომია აფხაზეთის სკოლის კურსდამთავრებულების განათლებას დააფინანსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics